თამუნა ლეჟავას
ბისერის ხელნაკეთი სამაკულები
THE NECKLACE
ყელსაბამი
ყელსაბამი 2
THE NECKLACE 2
RENOVATIO
RENOVATIO
თამუნა ლეჟავა
თამუნა ლეჟავა თამუნა ლეჟავა
ჩემს შესახებ

გამარჯობა, მე ვარ თამუნა ლეჟავა. ვცხოვრობ საქართველოში, თბილისში.

საიტის შექმნისას გადავწყვიტე ჩემი სამკაულების ფოტო-სესიებისა და სატელევიზიო სიუჟეტების გარდა ეს გვერდიც დამედო, სადაც უშუალოდ მივმართავდი ადამიანებს, რომლებიც დაინტერესდნენ იმით თუ რას ვქმნი და შემოვიდნენ საიტის დასათვალიერებლად...

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშობაში ბისერით თამაში მოწიფულ ასაკში ჩემს პროფესიას - ფიზიკას წარმატებით შეცვლიდა. ოდესღაც უწყინარი გართობა სერიოზულ გატაცებაში გადაიზარდა - სამკაულების შექმნამ ცხოვრება სრულიად განსხვავებული თვალით დამანახა - ერთფეროვანი ყოველდღიურობა მხიარულ დღესასწაულად იქცა.

ყოველი ახალი სამკაული ახალი განცდაა, განსხვავებული ემოციით, განსხვავებული ფერთა გამით, სხვადასხვა მასალებით. სვაროვსკის მძივებისა და კრისტალების, მურანოს მინის, სინთეზური ფერადი მარგალიტისა და ლითონის ფურნიტურის გარდა საბაზისო მასალად ვიყენებ გლუვ ან წახნაგოვან სხვადასხვა ზომის მინის ბისერს, რომლის საშუალებითაც ვქმნი სამკაულის ძირითად კომპოზიციას...

მიყვარს თავისუფლად მუშაობა, როდესაც არ ვარ შეზღუდული შეკვეთის ჩარჩოებით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ვითვალისწინებ თუ რა ფერთა გამაშია სასურველი ესა თუ ის სამკაული და რა ფუნქციით ვქმნი მას. პრინციპულად არასდროს არ ვიმეორებ უკვე შექმნილ კომპოზიციას. ამ მხრივ ყოველი ნივთი არის უნიკალური, რადგან არსებობს ერთადერთ ეგზემპლარად. თუმცა ამ სამკაულებს ალბათ აერთიანებს ერთი ესთეთიკა, ერთი სტილი, ერთი გემოვნება - ეს ჩემი ხელწერაა.

სამკაულთა შორის უპირატესობას ყელსაბამებს ვანიჭებ - როგორც უაღრესად ქალურ სამკაულს, თუმცა სამაჯურებს, საყურეებს და ქამრებსაც ვაკეთებ.

ბისერის მოწვნის სხვადასხვა ტექნიკის და მრავალფეროვანი ფურნიტურის შერწყმის შედეგად ვახწევ სასურველ შედეგს. მე ვქმნი სამკაულს, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ ფრიად თვალშისაცემად, გარკვეულწილად პრეტენზიულადაც კი, თუმცა როგორც წესი ქალი, რომელიც მას მოირგებს, უდავოდ საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება.

განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება, როდესაც წარმატებული და ულამაზესი ქალების სამკაულებზე ვმუშაობ... ფანტაზიის თავისუფლებას ოდნავ ზომიერების გრძნობას ვუმატებ და ყოველთვის სასურველ შედეგს ვაღწევ...

გამოფენები და პუბლიკაციები:

პერსონალური გამოფენა, გალერეა " ბაია", თბილისი, ნოემბერი 2007;
სტატია ჟურნალში "ამარტა", საგაზაფხულო ნომერი 2008;
პერსონალური გამოფენა, გალერეა "ბაია", თბილისი, მარტი 2009;
საერთაშორისო გამფენა "БИСЕРФЕСТ 2009", მოსკოვი, დეკემბერი 2009;
პერსონალური გამოფენა, გალერეა "ბაია", თბილისი, ივნისი 2010;
სტატია ჟურნალში "თბილისელები", ივლისი 2010, N. 26 (496);
სტატია ჟურნალში "DRONI.GE", ივნისი 2010, N. 24 (37).

ბმულები:

ვებ-გვერდი: http://ciedescreatrices.canalblog.com
პერსონალური გვერდი: http://ciedescreatrices.canalblog.com/archives/p30-10.html

ვებ-გვერდი: http://beads-perles.blogspot.com
პერსონალური გვერდი: http://beads-perles.blogspot.com/search?q=tamuna+lezhava

ვებ-გვერდი: http://www.biser.info
პერსონალური გვერდი: http://www.biser.info/user/34093

კონტაქტი:

დამიკავშირდით მისამართზე: tamuna@lezhava-beads.com
მომძებნეთ: Facebook-ზე.


P.S. მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც ამ საიტის შექმნისას დახმარება გამიწია: ფოტოგრაფ ხატია ფსუტურს, კინოოპერატორ მალხაზ სიჭინავას, ტელეარხებს "რუსთავი 2", "იმედი" და მოდელებს ხათუნა ფსუტურს, ეკუნა დემურაძეს, მაკო და ნუკი სამხარაულებს.
In Englishქართულადпо-русский

© 2009 თამუნა ლეჟავა. ყველა უფლება დაცულია.